Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ჯარმა ერაყის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა ქურთ სეპარატისტებზე


თურქეთის არმიამ მეზობელი ერაყის ტერიტორიაზე ჩაატარა ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის რაზმების წინააღმდეგ. რადიო თავისუფლების სტამბოლელი კორესპონდენტის ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო შენაერთები, ავიაციის მხარდაჭერით, ორი-სამი კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე. თურქეთის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, მისი ავიაცია 45 წუთის მაძნძილზე ბომბავდა ქურთ სეპარატისტთა პოზიციებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ოპერაციის მსვლელობაში მოკლულ იქნა ოთხი მეამბოხე. მიღებული ცნობების თანახმად, თურქეთის არმიის ოპერაციას წინ უძღოდა ერაყ-თურქეთის საზღვართან, ქურთისტანის მუშათა პარტიის რაზმების წარუმატებელი თავდასხმა თურქ სამხედროებზე.
XS
SM
MD
LG