Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია საბჭოთა ოკუპაციის 70-ე წლისთავს ეხმაურება


ლატვიაში ტარდება ოფიციალური ღონისძიებები საბჭოთა ოკუპაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით. 1940 წლტს 14 ივნისს წითელი არმიის ნაწილები ლატვიაში შეიჭრნენ. მთავრობის მეთაურმა, კარლის ულმანისმა მოსახლეობას მოუწოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და ქუჩებში არ გამოსულიყვნენ, რის წყალობითაც სისხლისღვრის თავიდან აცილება მოხერხდა. ლატვიაში დამყარდა მარიონეტული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ავგუსტ კირხენშტაინი. რადიო თავისუფლების რიგელი კორესპონდენტის ცნობით, ლატვიის ხელისუფლების გარდა, საბჭოთა ოკუპაციის 70-ე წლისთავს რამდენიმე ნაციონალურ-რადიკალური პარტიაც გამოეხმაურა.
XS
SM
MD
LG