Accessibility links

logo-print

„როსნეფტი“ და „შევრონი“ ერთად აწარმოებენ ნავთობსაძიებო სამუშაოებს შავ ზღვაში


რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანია „როსნეფტის“ განცხადებით, მან და აშშ-ის კომპანია „შევრონმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავ ზღვაში ნავთოსაძიებო სამუშაოების წარმოების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც მოსკოვთან, ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში გაიმართა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი და ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი დაესწრნენ. „როსნეფტის“ განცხადებით, საბურღი სამუშაოების დაწყება მომავალი წლის მიწურულისათვის არის დაგეგმილი. ნავთობის საბადო, რომელიც შავის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ადრე ეკუთვნოდ ახლა უკვე არარსებულ კომპანია „იუკოსს“. „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი 8-წლიან პატიმრობას იხდის. გარდა ამისა, მას ახალი ბრალდებები წაუყენეს ფულის გაფლანგვასა და გათეთრებაში ეჭვმიტანის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG