Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ღაზის სექტორის სახმელეთო ბლოკადას შეამსუბუქებს


ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის სახმელეთო ბლოკადის შემსუბუქებას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა რამდენიმეკვირიან საერთაშორისო ზეწოლას მას შემდეგ, რაც ისრაელმა რეიდი განახორციელა ღაზის სექტორისაკენ ჰუმანიტარული დახმარებით მიმავალ ფლოტილიაზე. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, გეგმის შესაბამისად, უფრო ლიბერალური იქნება სისტემა, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ტვირთები შედის ღაზის სექტორში და გაატარებენ სამოქალაქო პროექტებისთვის განკუთვნილ უფრო მეტ მასალს. ამავე დროს ისრაელი აცხადებს, რომ ძალაში რჩება უსაფრთხოების ზომები ჰამასის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე იარაღის შეტანის აღსაკვეთად. საგარეოპოლიტიკურ საკითხებში ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა დღეს ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბარში, იმედი გამოთქვა, რომ ახალი ზომები მალე შევა ძალაში. ისრაელის მიერ ბლოკადის შემსუბუქების გეგმა მას შემდეგ შემუშავდა, რაც მთელს მსოფლიოში დაგმეს ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ფლოტილიაზე 31 მაისს განხორციელებული რეიდი, რომელსაც გემზე მყოფი აქტივისტებიდან ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG