Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანმა მოიწონა ისრაელს გადაწყვეტილება


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მოიწონა ისრაელის გაადაწყვეტილება, გაამარტივოს პალესტინელთა ტერიტორიის, ჰამასის მმართველობის ქვეშ მყოფი ნაწილის, ღაზის სექტორის ბლოკადა, მაგრამ თქვა, რომ სურს ისრაელმა ძირეულად შეიცვალოს თავისი მიდგომა. ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის სახმელეთო ბლოკადის შემსუბუქებას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა რამდენიმეკვირიან საერთაშორისო ზეწოლას მას შემდეგ, რაც ისრაელმა რეიდი განახორციელა ღაზის სექტორისაკენ ჰუმანიტარული დახმარებით მიმავალ ფლოტილიაზე. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, გეგმის შესაბამისად, უფრო ლიბერალური იქნება სისტემა, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ტვირთები შედის ღაზის სექტორში და გაატარებენ სამოქალაქო პროექტებისთვის განკუთვნილ უფრო მეტ მასალს. ამავე დროს ისრაელი აცხადებს, რომ ძალაში რჩება უსაფრთხოების ზომები ჰამასის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე იარაღის შეტანის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG