Accessibility links

logo-print

ბობი ფიშერის ექსჰუმაციას მაინც გააკეთებენ


ისლანდიის სასამართლომ ჭადრაკის ყოფილი ჩემპიონის, ბობი ფიშერის გვამის ექსჰუმაციის ბრძანება გასცა. უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია სხეულის ქსოვილის ნიმუში, რათა დადგინდეს, მართლაც ფიშერია თუ არა მოჭადრაკის ყოფილი საყვარლის გოგონას მამა. მანამდე ქვედა ინსტანციის სასამართლომ ექსჰუმაციაზე უარი განაცხადა. ბობი ფიშერის მემკვიდრეობა დაახლოებით 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ის ორი წლის წინ, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ისლანდიაში.

XS
SM
MD
LG