Accessibility links

logo-print

ამერიკელმა კანონმდებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ნავთობკომპანია BP-ის დირექტორი


ამერიკელმა კანონმდებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ნავთობკომპანია BP-ის აღმასრულებელი დირექტორი ტონი ჰეიუარდი, რომელიც, მათი შეფასებით, არ კისრულობს მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრაზე პასუხისმგებლობას. ტონი ჰეიუარდს ამ კრიტიკის მოსმენა მოუწია აშშ-ის კონგრესში, რომლის წინაშეც პირველად წარდგა მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული თითქმის უკვე ორთვიანი კრიზისის განმავლობაში. ჰეიუარდმა რამდენჯერმე თქვა უარი დეტალების დაზუსტებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჯერ გამოძიების შედეგებს ელოდებიან. სამსაათიანი მოსმენის მანძილზე კონგრესმენებმა მძაფრი უკმაყოფილება გამოთქვეს ბრიტანული ნავთობკომპანიის მოქმედებით.
XS
SM
MD
LG