Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი აშშ-ს მოუწოდებს ირანის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობისაკენ


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მისმა ქვეყანამ და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმოქმედონ ირანის დასარწმუნებლად, რომ მიზანშეწონილია, დაუბრუნდეს საერთაშორისო მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამის შესახებ. ამასთან, მედვედევი გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში უკმაყოფილებას გამოთქვამს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების გამო, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიიღეს ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც სანქციები გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა. მედვედევის თქმით, შეერთებული შტატები არაფერს კარგავს სანქციების მეოთხე რაუნდის მხარდაჭერით, რადგან ისედაც არა აქვს კავშირი ირანთან, ჩინეთისა და რუსეთისაგან განსხვავებით.
XS
SM
MD
LG