Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არმიის განცხადებით, მარტის შემდეგ 130-მდე ქურთი მეამბოხე დახოცეს


თურქეთის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, მარტიდან მოყოლებული, 100-ზე მეტი ქურთი მეამბოხე დახოცეს თურქეთში და მეზობელი ერაყის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად. გენერალ-მაიორ ფარი კირის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ერაყში, ქურთისტანის მუშათა პარტიის თავშესაფრებზე 20 მაისს განხორციელებული საჰაერო რეიდის შემდეგ მოიპოვეს, აჩვენებს, რომ მოკლულია ამ ორგანიზაციის წევრი 100-ზე მეტი ექსტრემისტი. გენერლის განცხადებით, ქურთისტანის მუშათა პარტიის კიდევ 20 მებრძოლი მიმდინარე კვირაში დახოცეს ჩრდილოეთ ერაყში, რის შედეგადაც 130-ს მიაღწია ბოლო ოთხ თვეში დახოცილი ქურთი მეამბოხეების რიცხვმა.
XS
SM
MD
LG