Accessibility links

logo-print

კარზაი მიესალმება იაპონიის გეგმას ავღანეთის მინერალურ საბადოებში ინვესტირების შესახებ


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის მიესალმება იაპონიის ინვესტიციებს ავღანეთის მინერული საბადოების ასათვისებლად. ამ შინაარსის განცხადება კარზაიმ ტოკიოში ვიზიტის დროს გააკეთა. იაპონია ავღანეთის ერთ-ერთი მთავარი დონორია. გეოლოგებისთვის უკვე მრავალი წელია ცნობილი, რომ ავღანეთს რკინის, სპილენძის, კობალტისა და ოქროს მდიდარი საბადოები აქვს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ რეზერვების ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG