Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს ესპანეთის ეკონომიკურ პერსპექტივას


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დომინიკ სტრაუს-კანი დადებითად აფასებს ესპანეთის საშუალო და გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივას მას შემდეგ, რაც მთავრობამ ხარჯების დასაზოგად და ეკონომიკური რეფორმებისთვის განკუთვნილი ზომები დაამტკიცა. ამ შინაარსის განცხადება სტრაუს-კანმა მადრიდში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრის ფონია შეშფოთება, რომელსაც ესპანეთის ეკონომიკური პრობლემები იწვევს. სტრაუს-კანის განცხადებით, რეფორმების დახმარებით ესპანეთს საშუალება ეძლევა, საფუძველი ჩაუყაროს ეკონომიკურ აღმავლობას მომავალ ორ ათწლეულში.
XS
SM
MD
LG