Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, ბევრად აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს


ყირგიზეთის დროებით ლიდერ როზა ოტუნბაევას განცხადებით, სამხრეთ ყირგიზეთში ბოლოდროინდელი ეთნიკური დაპირისპირების შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს. ოტუნბაევამ რუსეთის გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, 2000-ს აღწევდეს. ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტმა 191 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს როზა ოტუნბაევა სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ქალაქ ოშს ეწვია და განაცხადა, რომ ქალაქში რუსეთის ჯარები ჩავლენ, სტრატეგიული ობეიქტების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამასობაში, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკი გამოვიდა მოწოდებით, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს ყირგიზეთში სისხლისმღვრელ ეთნიკურ კონფლიქტთან დაკავშირებით. რობერტ ბლეიკმა უზბეკეთში, ყირგიზეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკი დაათვალიერა. ძალადობაზე პასუხისმგებელთა ვინაობის დასადგენად, ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომაც, რომელიც ჟენევაშია განთავსებული. გაეროს განცხადებით, ყირგიზეთში ძალადობის გამო 400 000-მდე ადამიანს მოუხდა ქვეყნიდან, ან შინიდან გაქცევა.
XS
SM
MD
LG