Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ყირგიზეთის დროებით მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს განაცხადა, ვაშინგტონი საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრობლობს, რათა ყირგიზეთის დროებით მთავრობას დახმარება აღმოეჩინოს წესრიგის აღდგენის და ქვეყნის სამხრეთიდან ძალადობას გამოქცეული ლტოლვილების დახმარების საქმეშიო. კლინტონი ამ განცხადებით ვაშინგტონში გამოვიდა - თქვა, რომ აშშ გაეროსთან და უზბეკეთთან მუშაობს იმისათვის, რომ „ჰუმანიტარულმა დახმარებამ რაც შეიძლება სწრაფად და სრულად ჩააღწიოს“ დანიშნულების ადგილას. უზბეკეთმა გაუხსნა საზღვრები ათი ათასობით უზბეკს, რომლებიც მეზობელ ყირგიზეთში ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებულ ძალადობას გამოექცნენ. გაეროს განცხადებით, ყირგიზეთში ძალადობის გამო 400 000-მდე ადამიანს მოუხდა ქვეყნიდან, ან შინიდან გაქცევა. დღეს უფრო ადრე აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკი გამოვიდა მოწოდებით, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს ყირგიზეთში სისხლისმღვრელ ეთნიკურ კონფლიქტთან დაკავშირებით. რობერტ ბლეიკმა უზბეკეთში, ყირგიზეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკი დაათვალიერა. ყირგიზეთის დროებით ლიდერ როზა ოტუნბაევას განცხადებით, სამხრეთ ყირგიზეთში ბოლოდროინდელი ეთნიკური დაპირისპირების შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, ათჯერ აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს - რომლის თანახმადაც კონფლიქტმა 191 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს როზა ოტუნბაევა სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ქალაქ ოშს ეწვია და განაცხადა, რომ ქალაქში რუსეთის ჯარები ჩავლენ, სტრატეგიული ობეიქტების დაცვის უზრუნველსაყოფად. ყირგიზეთში სამხედრო ბაზები აქვთ როგორც რუსეთს, ისე აშშ-ს.
XS
SM
MD
LG