Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი და აშშ-ის პრეზიდენტი ბირმის ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას მოითხოვენ


ბირმის ოპოზიციის ლიდერს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ან სან სუ ჩის 65 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბირმის მმართველ სამხედრო რეჟიმს მოუწოდეს, გაათავისუფლონ ოპოზიციონერი, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება. ბარაკ ობამა საგანგებო განცხადებაში აქებს ან სან სუ ჩის გაბედულების, ისევე როგორც მსხვერპლისათვის, რომელსაც ის ადამიანის უფლებებისა დან დემოკრატიული გარდაქმნისთვის ბრძოლას სწირავს. გაეროს გენერალურმა მდივანმა კი „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა იმ გარემოების გამო, რომ სუ ჩი კვლავაც შინაპატიმრობაში რჩება. ბირმის ოპოზიციის ლიდერს ბოლო 21 წლიდან 15 წელი შინაპატიმრობაში აქვს გატარებული, სამხედრო ხუნტის მიერ მართულ ქვეყანაში დემოკრატიზაციისათვის ბრძოლის გამო.
XS
SM
MD
LG