Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ესროლეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში პოლიციელებმა ესროლეს დემონსტრანტებს, რომლებიც ელექტროენერგიის გრაფიკის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ. დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე, დაიჭრა ორი. ბასრაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ელექტროენერგიის მინისტრ კარიმ ვაჰიდის და პროვინციის ხელმძღვანელობის გადაყენების მოთხოვნით გრაფიკის გამო, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას მარტო ერთი საათით მიეწოდება ელექტროენერგია. პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა, როცა დემონსტრანტებმა ქვების სროლა დაუწყეს პროვინციის საკრებულოს ოფისებს.
XS
SM
MD
LG