Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამერიკელ კოლეგას გადააბარა მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შეჩერებაზე ზრუნვა


ნავთობკომპანია BP-ის („ბრიტიშ პეტროლეუმის“) აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი ჰეივარდმა, რომელსაც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული კატასტროფის ყოველდღიურ მენეჯმენტზე ზრუნვა ევალებოდა, ეს საქმე კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენელს ჩააბარა. BP-ის თავმჯდომარე კარლ-ჰენრიკ სვანბერგის განცხადებით, ბრიტანელი ჰეივარდის ნაცვლად, ნავთობის ჩაღვრის შეჩერებაზე ზრუნვას ამერიკელი ბობ დადლი უხელმძღვანელებს. ხუთშაბათს ჰეივარდი მკაცრად გააკრიტიკეს შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა, რომლებიც სპარსეთის ყურეში ნავთობის ჩაღვრის მიზეზების გამოძიებაში მონაწილეობენ. კანონმდებლებმა უკმაყოფილება გამოთქვას, მათი შეფასებით, ჰეივარდის უუნარობის გამო, კონკრეტული პასუხი გაეცა შეკითხვებზე იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის ისტორიაში უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფა.
XS
SM
MD
LG