Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად


პაკისტანში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 13 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს. მედია დაზვერვის უწყების წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციზე მითითებით იუწყება, რომ იერიშის სამიზნე იყო შენობა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონის, ჩრდილოეთ ვაზირისტანის დასახლება სოხელში. შეერთებულმა შტატებმა გაახშირა სარაკეტო იერიშები პაკისტანის ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც იორდანელმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა დეკემბერში შვიდი ამერიკელი მოკლა შეერთებული შტატების ბაზაზე რეგიონის მოსაზღვრე ადგილას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG