Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოშის მერის განცხადებით, ხვალ საღამომდე ქალაქს ბარიკადები უნდა მოშორდეს


სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშის მერის, მელისბეკ მირზაკმატოვის განცხადებით, ხელისუფლებამ ხვალინდელი დღის, ადგილობრივი დროით, 18 საათი დააწესა ვადად, ქალაქში აღმართული ბარიკადების მოსაშორებლად. მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალას გამოიყენებენ. „ჩვენ არ გვინდა, უზბეკებს ხელი ვახლოთ, მაგრამ, როგორც იცით, მათ ბევრი იარაღი აქვთ და ყირგიზი მძევლები ჰყავთ“, დასძინა ოშის მერმა, რომლის ინფორმაციითაც, მძევლების რიცხვი 400-ს აღწევს. უზბეკებს, რომლებიც ოშში დარჩნენ ბოლო დღეების ძალადობის მიუხედავად, დიდი ბარიკადები აქვთ აღმართული თავიანთი უბნების გარშემო.
XS
SM
MD
LG