Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა


პაკისტანში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, 13 სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს. მედია დაზვერვის უწყების წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციზე მითითებით იუწყება, რომ იერიშის სამიზნე იყო შენობა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონის, ჩრდილოეთ ვაზირისტანის დასახლება სოხელში. შეერთებულმა შტატებმა გაახშირა სარაკეტო იერიშები პაკისტანის ამ რეგიონში მას შემდეგ, რაც იორდანელმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა დეკემბერში შვიდი ამერიკელი მოკლა შეერთებული შტატების ბაზაზე რეგიონის მოსაზღვრე ადგილას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG