Accessibility links

logo-print

სომხეთის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ოთხი ჯარისკაცი მოკლეს


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში შეტაკების დროს ოთხი სომეხი ჯარისკაცი მოკლეს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები შეიარაღებულ აზერბაიჯანელებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპნენ. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ედვარდ ნალბანდიანმა ბაქოს დააკისრა პასუხისმგებლობა წუხანდელ ინციდენტზე, რომელსაც მან უწოდა წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ. ჯერ უცნობია ამ ცნობაზე ბაქოს რეაქცია. შეტაკება მოჰყვა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც ხუთშაბათს გაიმართა სანქტ პეტერბურში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად.
XS
SM
MD
LG