Accessibility links

logo-print

ჭარბმა ნალექმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა


თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ქუჩების ნაწილი დატბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ნალექის დიდმა რაოდენობამ სანიაღვრე სისტემები აავსო და წყალი რამდენიმე ეზოში შევარდა. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ სულ ათამდე გამოძახება მიიღეს და ყველა პრობლემა ოპერატიულად მოაგვარეს.

ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის რაიონის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დატბორა. განადგურებულია სახნავ-სათესი სავარგულებიც.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. სპეციალურად შექმნილი კომისია კი ზარალს ითვლის.

სტიქიამ სვანეთიც დააზარალა. მესტიის რაიონის თერთმეტი სოფელი დატბორილია. სამი სოფელი რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება.

მესტიაში ჩანგრეულია ხიდები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მეწყერმა ხაიში-ჭუბერის დამაკავშირებელი 20- კილომეტრიანი სამანქანო გზაც ჩახერგა.
XS
SM
MD
LG