Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელი ბიშკეკს მოუწოდებს, შექმნას პირობები ლტოლვილების დასაბრუნებლად


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რობერტ ბლეიკმა ყირგიზეთს მოუწოდა, შექმნას პირობები, ბოლო დღეების ეთნიკურ ძალადობას გაქცეული ასიათასობით ლტოლვილის დასაბრუნებლად. ბიშკეკში, ყირგიზეთის დროებით ლიდერ როზა ოტუნბაევასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბლეიკმა განაცხადა ასევე, რომ ყირგიზეთის ლიდერები პირობას დებენ, რომ ჩატარდება გამოძიება დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელმაც 190-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბლეიკმა იქვე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ყირგიზეთისთვის 32 მლნ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აპირებს.
XS
SM
MD
LG