Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად, სულ ცოტა, ხუთი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ნატოს ჯარების მიერ აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში განხორციელებული საჰარეო იერიშის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, პროვინციის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. ხოსტის პროვინციის პოლიციის უფროსის, გენერალ აბდულ ჰაკიმ იშაკზაის განცხადებით, იერიშის დროს, რომელიც თალიბანის პოზიციების წინაღამდეგ იყო მიმართული, 38 ექსტრემისტიც დაიღუპა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ნატომ ვერ შეძლეს ინციდენტის დადასტურება, მაგრამ განაცხადეს, რომ გამოძიებას აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG