Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში შეტაკების შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში შეტაკების დროს ოთხი სომეხი ჯარისკაცი მოკლეს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები შეიარაღებულ აზერბაიჯანელებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპნენ. მოგვიანებით ბრძოლის ველზე მოკლული იპოვეს ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაციც. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ედვარდ ნალბანდიანმა ბაქოს დააკისრა პასუხისმგებლობა წუხანდელ ინციდენტზე, რომელსაც მან უწოდა წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგ. შეტაკება მოჰყვა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას, რომელიც ხუთშაბათს გაიმართა სანქტ პეტერბურში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად.
XS
SM
MD
LG