Accessibility links

logo-print

პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მან უნდა გაარკვიოს, ვინ დაიკავებს წელს, 10 აპრილს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ადგილს. კაჩინსკისთან ერთად მისი მეუღლე და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის ასამდე წარმომადგენელი დაიღუპა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატებად ითვლებიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ლიდერობს, და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი. ის დაღუპული პრეზიდენტის ტყუპის ცალი ძმაა. მათ გარდა, არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობს. თუ დღეს არც ერთ კანდიდატს არ ერგება ხმების, სულ ცოტა, 50 პროცენტი, 4 ივლისს გაიმართება არჩევნების მეორე ტური ორი ყველაზე წარმატებული კანდიდატის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG