Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სამხედრო ძალები ქალაქ ოშში ბარიკადების აღებას შეუდგნენ


ყირგიზეთის სამხედრო ძალები ბარიკადების აღებას შეუდგნენ სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში, რომელშიც გასულ კვირაში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებები მოხდა. ბარიკადები ეთნიკური უზბეკების უბნებს ჰქონდა შემორტყმული. ჯავშანტრანსპორტორებმა გზა გაათავისუფლეს გამომწვარი მანქანების, ბატონის ფილებისა და მოჭრილი ხეებისაგან. როგორც იუწყებიან, ზოგ ადგილას სამხედროებს ეთნიკური უზბეკებიც ეხმარებოდნენ ბარიკადების აღებაში და ქალაქში, რომელიც მძიმედ დააზარალა ეთნიკურმა დაპირისპირებამ, სამშვიდე სუფევს. ოფიციალური პირებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, 2000-ს აღწევდეს. ყირგიზეთის დროებითმა ხელისუფლებამ 25 ივნისამდე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა, რომელიც დღეს უნდა ამოწურულიყო.
XS
SM
MD
LG