Accessibility links

აშშ-ის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შესაძლოა, პაკისტანსაც შეეხოს


შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელ რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებით, პაკისტანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ირან-პაკისტანის გაზსადენის პროექტში მონაწილეობის მიმართ, რადგან ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მოსალოდნელმა სანქციებმა შესაძლოა, პაკისტანის კომპანიები დააზარალოს. ჰოლბრუკმა ისლამაბადში განაცხადა, რომ ვაშინგტონი გულისყურით ეკიდება პაკისტანის პრობლემას, რომელსაც მას ენერგომომარაგების ნაკლებობა უქმნის, მაგრამ პაკისტანს მაინც ჰმართებს მოცდა. პაკისტანმა წელს, მარტში მოაწერა ხელი 7,6 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენის პროექტს, რომელსაც ირანიც და პაკისტანიც ძალიან მომგებიანს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG