Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის დელეგაცია მოსკოვში გამართავს მოლაპარაკებას გაზის ფასზე კრიზისთან დაკავშირებით


ბელორუსიის დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრება კომპანია „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც მხარეებმა გაზის ფასზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს. ბელორუსიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ედუარდ ტოვპენეტსმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკება ორშაბათს გაიმართება. რუსეთის განცხადებით, ის ორშაბათიდან 85 პროცენტით შეამცირების ბელორუსიაზე გაზის ტრანზიტს, თუ მინსკი არ გაისტუმრებს გაზპრომთან 192 მილიონი დოლარის ვალს. მინსკი ამტკიცებს, რომ მას ასეთი ვალი არა აქვს. დაპირისპირების გამო არსებობს საფრთხე, რომ დასავლეთ ევროპას რუსეთიდან გაზის მიწოდება შეუჩერდება.
XS
SM
MD
LG