Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის სამხედრო ოპერაციებს აკრიტიკებს


ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰოშიარ ზებარიმ თურქეთი გააკრიტიკა, მის მიერ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული „ცალმხრივი“ სამხედრო ოპერაციების გამო. ზებარიმ, რომელიც ეთნიკური ქურთია, საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესთან" საუბარში ერაყის დემოუკიდებლობისა და სუვერენობის დარღვევა უწოდა თურქეთის იერიშებს. თურქეთის ჯარები დღეს ჩრდილოეთ ერაყში ათი კილომეტრით შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი მოკლეს. ეს იყო დარტყმა ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე მას შემდეგ, რაც ქურთებმა 12 თურქი ჯარისკაცი დახოცეს. ზებარის განცხადებით, ერაყი არ უწევს მხარდაჭერას ქურთი მეამბოხეების თავდასხმებს საზღვრის მეორე მხარეს და თურქეთის რეიდები არ არის"სწორი გზა" ამ პრობლემასთან გასამკლავებლად.
XS
SM
MD
LG