Accessibility links

ყირგიზეთში 20 ადამიანი დააკავეს ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობის გამო


ყირგიზეთში 20 ადამიანი დააკავეს ეთნიკურ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ბაკიტ სეიტოვის განცხადებით, დაწყებულია ასევე გამოძიება მკვლელობის, ცეცხლის წაკიდებისა და ადამიანის მოტაცების 90 შემთხვევასთან დაკავშირებით. ყირგიზეთის სამხედრო ძალებმა დღეს ბარიკადების უდიდესი ნაწილი აიღეს სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშში მას შემდეგ, რაც რეგიონში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა კიდევ რამდენიმე დღით, 25 ივნისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობა 11 ივნისს გამოცხადდა სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ოფიციალური პირებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების განცხადებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, 2000-ს აღწევდეს.
XS
SM
MD
LG