Accessibility links

logo-print

წყალდიდობამ და მეწყრებმა ჩინეთში 132 ადამიანი შეიწირა


წყალდიდობამ და მეწყრებმა სამხრეთ ჩინეთში 132 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სინოპტიკოსები ძლიერი წვიმების გაგრძელებას მოელიან. კიდევ 86 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ევაკუირებულების რიცხვი 800 000-ს აღწევს. მილიონობით ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. იუწყებიან ელექტრომამარგების შეფერხებისა და გზების დაზიანების შესახებ.
XS
SM
MD
LG