Accessibility links

logo-print

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება


20 ივნისს პოლონეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50 პროცენტზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ 4 ივლისს მეორე ტური ჩატარდაბა. პოლონეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების 94 პროცენტზე მეტის შედეგების მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერ ბრონისლავ კომოროვსკის ამომრჩეველთა დაახლოებით 41-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკის კი - თითქმის 37-მა პროცენტმა. მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს პრეზიდენტის პოსტისთვის. 20 ივნისს ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იაროსლავ კაჩინსკიმ თავის მხარდამჭერებს მიმართა: ”ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები უბედურებისა და უდიდესი ტრაგედიის შედეგია. ეს არის არჩევნები, რომლითაც უნდა გადავწყვიტოთ რას გავუკეთებთ ჩვენს ქვეყანას მომავალში”.
XS
SM
MD
LG