Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ”გაზპრომს” ბელარუსისთვის გაზის შემცირება უბრძანა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ”გაზპრომს” ბელარუსისთვის გაზის მიწოდების შემცირება უბრძანა. ”გაზპრომი” იმუქრებოდა, რომ დღეიდან ბელარუსს დავალიანების გამო 85 პროცენტით შეუმცირებდა. ”გაზპრომის” განცხადებით, ბელარუსს მისი 192 მილიონი დოლარი მართებს. ბელარუსი უარყოფს დავალიანებას. მედვედევმა ”გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერს აგრეთვე უთხრა, რომ გააგრძელოს მოლაპარაკებები ბელარუსის დელეგაციასთან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა. ”გაზპრომი” იმედოვნებს, რომ ბელარუსისთვის გაზის მიწოდების შეჩერება ხელს არ შეუშლის დასავლეთი ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდებას, რადგან ბელარუსის გავლით გაზის მხოლოდ ნაწილის ტრანზიტი ხორციელდება.
XS
SM
MD
LG