Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გაეროს ორ ინსპექტორს მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა


ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანი თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს გაეროს ორ ინსპექტორს, რომლებიც გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მოხსენების თანაავტორები არიან. ირანის ბირთვული ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ ორ ინსპექტორს ირანში ჩასვლა ”ცრუ” ანგარიშის მომზადებისთვის აეკრძალა. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი ამზადებს დამატებით ტექნიკას ურანის უფრო მაღალი ხარისხით გასამდიდრებლად და განაგრძობს ბირთვული მასალის მომარაგებას. 9 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს მეოთხედ დაუწესა სანქციები ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც დასავლეთის აზრით, ბირთვული იარაღის შექმნისთვის ვითარდება. ირანი უარყოფს ბრალდებას.
XS
SM
MD
LG