Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ბოიკოტი შეწყვიტეს


საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ბოიკოტი შეწყვიტეს - ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იუწყება. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე ფრანგებმა ვარჯიშზე უარი ნაკრებიდან ნიკოლა ანელკას გაძევების გამო თქვეს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანელკა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეურაცხყოფის გამო დასაჯა. ფეხბურთელების მიერ ანელკასადმი სოლიდარობის მიზნით გამოცხადებული ბოიკოტი საფრანგეთში სკანდალად შეფასდა. ფრანს-პრესის ცნობით, ეროვნული ნაკრების წევრებმა ვარჯიში დღეს განაახლეს და ხვალ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG