Accessibility links

logo-print

გერმან გრეფმა მიხაილ ხოდორკოვსკის სასარგებლო ჩვენება მისცა


რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა გერმან გრეფმა მოსკოვის სასამართლოს კომპანია იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელების მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევის სასარგებლო ჩვენება მისცა. გრეფმა განაცხადა, რომ კომპანია იუკოსი შვილობილი კომპანიებისგან ნავთობს იაფად კანონიერად ყიდულობდა. ხოდორკოვსკის და ლებედევს ნავთობის მითვისებაში სწორედ იმის საფუძველზე ადანაშაულებენ, რომ იუკოსი ნავთობს ევროპულ ბირჟებზე არსებულ ფასთან შედარებით იაფად ყიდულობდა.
XS
SM
MD
LG