Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

208-მდე გაიზარდა ყირგიზეთის სამხრეთში, დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


ოფიციალური მონაცემებით, 208-მდე გაიზარდა ყირგიზეთის სამხრეთში, ეთნიკური უზბეკებისა და ყირგიზების დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ქალაქ ოშში სამხედროების და ადგილობრივ მცხოვრებთა დაპირისპირების შესახებ იუწყებიან დღეს ყირგიზეთის საინფორმაციო სააგენტოები და ადგილობრივი უფლებათდამცველები. მათი ცნობით, უზბეკებით დასახლებულ გარეუბანში სროლის შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა. ეს ინფორმაცია დაადასტურა ქალაქ ოშის კომენდატურამ. მომხდარის გამო, ოშში ჩავიდა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუნბაევა.
XS
SM
MD
LG