Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომმა ბელორუსიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა


რუსეთის პრეზიდენტის დავალებით, კომპანია გაზპრომმა ბელორუსიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის განცხადებით, დღეს დილიდან ბელორუსია 15%-ით ნაკლებ გაზს იღებს და თუ მოლაპარაკება უშედეგო იქნება, ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად მიაღწევს 85%-ს. მოსკოვი მინსკისგან დაახლოებით 200 მილიონი დოლარის დავალიანების დაფარვას მოითხოვს. თავის მხრივ, ბელორუსია ირწმუნება, რომ მის მიმართ ამავე მოცულობის სატრანზიტო დავალიანება აქვს თავად კომპანია გაზპრომს. მის მიერ გაზმომარაგების შეზღუდვას მინსკმა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება უწოდა. ბელორუსიის დელეგაცია ამჟამად იმყოფება მოსკოვში, სადაც გაზპრომთან მოლაპარაკებას აწარმოებს. რუსული საინფორმაციო სააგენტოები გაზპრომის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბელორუსიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება ევროპელ მომხმარებელს პრობლემებს არ შეუქმნის. ბელორუსიასთან არსებული უთანხმოების გამო, რუსეთმა ევროკომისიას ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG