Accessibility links

logo-print

ლეიბორისტული პარტია მოითხოვს მიხეილ სააკაშვილს მაღალი პოსტების დაკავება აეკრძალოს


ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს დაემატოს ნორმა, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება აეკრძალება. ამ შინაარსის ინიციატივა ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს. ნათელაშვილის თქმით, თუ ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნა არ შესრულდება, "მთელი საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს და მოძალადე ხელისუფლებას აუცილებლად დაამხობს". თავის მხრივ, ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ ლეიბორისტების ინიციატივას კომისია აუცილებლად განიხილავს, თუმცა, წინადადება უპერსპექტივოა, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის სხვადასხვა პოსტის დაკავების აკრძალვა ადამიანის უფლებათა დარღვევა იქნება.
XS
SM
MD
LG