Accessibility links

logo-print

სამხრეთ ყირგიზეთში კვლავ შეტაკებები მოხდა


სამხრეთ ყირგიზეთში, ქალაქ ოშში, სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. 20-ზე მეტი დაიჭრა. შეტაკება ქალაქისპირა დასახლება ნარიმანის რაიონში მოხდა, სადაც უზბეკები ცხოვრობენ. ოშის კომენდატურის ინფორმაციით, დასახლებაში მთავრობის მიერ დადგენილ ვადებში არ აიღეს ბარიკადები და არ ჩააბარეს იარაღი - და იქ ჩასულ სამხედროებს შეიარაღებული წინააღმდეგობა შეხვდათ. ოში ცენტრი იყო იმ სისხლიანი კონფლიქტის, რომელიც ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ახლახან მოხდა და რომელსაც სულ მცირე 208 ადამიანი ემსხვერპლა. სახლების დატოვება დაახლოებით 400,000 ადამიანს მოუწია - მათგან დაახლოებით 100,000-მა თავი მეზობელ უზბეკეთს შეაფარა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელიც დღეს ნარიმანში ჩავიდა, გვატყობინებს, რომ თავად ნახა გვამი კაცის, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, ჯარისკაცებმა ცემით მოკლეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამხედროები რაიონში პირადობის შემოწმების და იარაღის ამოღების მიზნით იყვნენ შესული.
XS
SM
MD
LG