ვიდეორეპორტაჟი ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან
რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ნიკოლაი პავლოვი ყირგიზეთის ქალაქ ოშში ჩავიდა და მოინახულა ჩერიომუშკის რაიონი, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უმეტესად ეთნიკური უზბეკები ცხოვრობდნენ. დღეს იქ უზბეკს თითქმის ვეღარ ნახავთ. 100 ათასამდე უზბეკმა დატოვა ყირგიზეთი და მეზობელ უზბეკეთს შეაფარა თავი.