Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბელორუსიას გაზის მიწოდებას უმცირებს


რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ დაიწყო ბელორუსიისთვის მიწოდებული გაზის შემცირება, დავალიანების გადაუხდელობის გამო. გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი აცხადებს, რომ გეგმიური ყოველდღიური მოცულობა დღეს 15 პროცენტით შეამცირეს. გაზპრომის თქმით, ბელორუსიას მისი 192 მილიონი დოლარი მართებს. კომპანია აცხადებს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში ქვეყანას გაზის მიწოდებას 85 პროცენტით შეუმცირებს. ბელორუსია ამ განცხადებებს არ ეთანხმება. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მილერს გაზის მიწოდების შემცირება მას შემდეგ დაავალა, რაც გაზპრომის ხელმძღვანელმა თქვა, ბელორუსიამ ფული ვერ გამოყო და ვალის დაფარვას ტექნიკით და აღჭურვილობით გვთავაზობსო.
XS
SM
MD
LG