Accessibility links

logo-print

პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, იმის გამო, რომ კვირას გამართულ პირველ ტურში ხმათა 50 პროცენტზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და კიდევ 95 ადამიანი - მათ შორის კაჩინსკის ცოლი და პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ბევრი წარმომადგენელი - 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. საარჩევნო კომისიის განცხადებით, საარჩევნო უბნების 94 პროცენტის მონაცემები მოწმობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ბრონისკავ კომოროვსკი, ხმათა 41 პროცენტით ლიდერობს. ყოფილი პრემიერ მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი - დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალი - მეორე ადგილზე გავიდა, 37 პროცენტით. მეორე ტური 4 ივლისს დაინიშნა.
XS
SM
MD
LG