Accessibility links

logo-print

იერუსალიმში პალესტინელთა 22 სახლის დანგრევაზე მსჯელობენ


იერუსალიმის ქალაქგეგმარების უწყებამ დღეს დაამტკიცა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელთა 22 სახლის დანგრევის გეგმა, რათა ისრაელის ტურისტული ცენტრისთვის სივრცე განთავისუფლდეს. გეგმა საბოლოოდ დამტკიცებისთვის საჭიროებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობას, რასაც შეიძლება კიდევ ბევრი თვე დასჭირდეს. ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია მოახდინა 1967 წლის ომის შედეგად იორდანიისგან მისი მიტაცებით. მას შემდეგ იქ დაახლოებით 200,000 ებრაელი დასახლდა - რომლებიც 250,000 პალესტინელის გვერდით ცხოვრობენ. პალესტინელები იმედოვნებენ, რომ მათი სამომავლო სახელწიფოს დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში აშენდება და იქ ისრაელის მხრიდან ნებისმიერ მშენებლობას ნეგატიურად აფასებენ. აშშ-ს სურს, იერუსალიმმა შეაჩეროს ებრაელთა დასახლებების მშენებლობა პალესტინელთა მხარეებში - მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში - რათა ამით სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეეწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG