Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს კიდევ 9 ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში ორშაბათს საერთაშორისო ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათგან ოთხი ემსხვერპლა სამხრეთ პროვინცია ყანდაარში შვუელმფრენის ჩამოავრდნას. დაღუპულთა შორის სამი ავსტრალიელი საზღვაო-ქვეითია. სარდლობის ცნობით შვეულმფრენი მემაბოხეებს არ ჩამოუგდიათ. ქვეყნის სამხრეთში მომხდარი სროლისა და შეტაკებების შედეგად ნატოს ძალების კიდევ 3 ჯარისკაცი დაიღუპა. კიდევ ორი სამხედრო - აღმოსავლეთში ნაღმზე აფეთქდა. ამ წელს ნატომ ავღანეთში 280 ჯარისკაცი დაკარგა. ყველაზე სისხლიანი კი გამოდგა ივნისი - ამ თვეში კოალიციის 60 სამხედრო პირია დაღუპული.
XS
SM
MD
LG