Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ხელისუფლება: არეულობების უკან ბაკიევი დგას


ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება აცხადებს, რომ გააჩნია მტკიცებულებები, რომ ქვეყნის სამხრეთში მომხდარი არეულობების უკან ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის გარემოცვა დგას. ჯალალაბადის რაიონის კომენდანტის კუბატ ბაიბოლოვის თქმით, ბაკიევის დაკავებული ნათესავები ამის თაობაზე აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. ორშაბათს, სამხრეთ ყირგიზეთში, ქალაქ ოშში, სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. 20-ზე მეტი დაიჭრა. შეტაკება ქალაქისპირა დასახლება ნარიმანის რაიონში მოხდა, სადაც უზბეკები ცხოვრობენ. ოფიციალური ინფორმაციით ყირგიზეთის სამხერთში ეთნიკური ძალადობის შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ოშში და მის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.
XS
SM
MD
LG