Accessibility links

logo-print

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე სტიქიის ზონას მოინახულებს


ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე სტიქიისგან შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გაემგზავრება. ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 141 კმ-ზე ადიდებულმა მდინარე ბდღვიორამ საავტომობილო ხიდი წაიღო, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
XS
SM
MD
LG