Accessibility links

logo-print

საგადასახადო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება


პარლამენტი დღეიდან ახალი "საგადასახადო კოდექსის" განხილვას იწყებს. კოდექსის პროექტს, პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე, დღეს, 14:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რომელსაც ბიზნესის წარმომადეგნლებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მედიის, კერძოდ კი, პრესის წარმომადგენლების მიწვევა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დაავალა, რათა პრესისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ დარჩეს. კერძოდ, "საგადასახადო კოდექსის" პროექტის რამდენიმე მუხლში, სადაც შეღავათებზეა საუბარი, ტერმინი "ჟურნალ-გაზეთები" კი რჩება, თუმცა შესაბამისი კოდები ამოღებულია. ამ ფაქტორს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექნიკურ შეცდომად აფასებენ. საკანონმდებლო ორგანოში კი ტექნიკურ შეცდომაზე არავინ საუბრობს, თუმცა ცალსახად აცხადებენ, რომ ხელისუფლება პრესის განვითარებას მხარს ყოველთვის დაუჭერს და მათ ისეთივე საგადასახადო რეჟიმი ექნებათ, როგორიც დღეს აქვთ.
XS
SM
MD
LG