Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთში მორალური კრახის წინაშე დგას


როგორც საფრანგეთის სპორტის მინისტრი როზლინ ბაშლო აცხადებს, ფრანგული ფეხბურთი და საფრანგეთის ნაკრები მორალურ კრახს განიცდის. ისინი კვირას პროტესტის ნიშნად ვარჯიშზეც კი არ გავიდნენ. პროტესტის მიზეზი კი მათივე მწვრთნელი რაიმონდ დნომენეკი გახდა, რომელმაც მექსიკასთან მარცხის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელი ანელკა გააგდო. დღეს საღამოს საფრანგეთს სამხრეთ აფრიკის ნაკლრებთან უწევს დაპირისპირება, იმისათვის რომ ისინი ჯგუფიდან გავიდნენ, მათ აუცილებელი მოგება სჭირდებათ. როგორც საფრანგეთის მთავრი მწვრთენლი აცხადებს, შესაძლებელია რიგი ფეხბურთელებისა პროტესტის გამო მოედანზე არ გავიდეს.
XS
SM
MD
LG