Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში რეფერენდუმი მაინც ჩატარდება


როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი როზა ოტუნბაევა აცხადებს, მიუხედავად ათასობით ადამიანის პროტესტისა და არაერთი სისხლიანი შეტაკებებისა, კვირას მაინც იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებას შეეხება. აღნიშნული განცხადება მან ორშაბათს, ჯალალაბადში ვიზიტისას გააკეთა და დასძინა, რომ რეფრენდუმის გადადება კიდევ უფრო დიდ არეულობას გამოიწვევს ქვეყანაში. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი სისხლიანი შეტაკებების შედეგად, უკანაკსნელი ერთი თვის განმავლობაში 2000 ადამიანი გარდაიცვალა და 400 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა საცხოვრებლები დაეტოვებინათ. ათობით ათასი უზბეკი მეზობელ უზბეკეთში გადავიდა. დროებითი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სისხლიანი შეტაკებების უკან ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაკიევი დგას. თუმცა ბაკიევი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG